ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ბიზნეს-ცენტრის შენობიდან, სადაც ხანძარი იყო, „ფორმულას“ ჟურნალისტები გამოიყვანეს

ბიზნეს-ცენტრ „დელისის“ შენობიდან, სადაც ხანძარი იყო, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები გამოიყვანეს. ბიზნეს-ცენტრ „დელისის“ შენობაში, სადაც „ფორმულა“ არის განთავსებული, ცეცხლი დღეს, 4 ნოემბერს, დაახლოებით 4 საათზე გაჩნდა. ამის გამო ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეაჩერა. დაკვამლიანების გამო „ფორმულას“…

ბიზნეს-ცენტრის შენობიდან, სადაც ხანძარი იყო, „ფორმულას“ ჟურნალისტები გამოიყვანეს
ფოტო: ნეტგაზეთი

ბიზნეს-ცენტრ „დელისის“ შენობიდან, სადაც ხანძარი იყო, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები გამოიყვანეს.

ბიზნეს-ცენტრ „დელისის“ შენობაში, სადაც „ფორმულა“ არის განთავსებული, ცეცხლი დღეს, 4 ნოემბერს, დაახლოებით 4 საათზე გაჩნდა. ამის გამო ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეაჩერა.

დაკვამლიანების გამო „ფორმულას“ თანამშრომლები შენობის დატოვებას ვერ ახერხებდნენ. მათ შენობიდან გამოსვლაში მეხანძრეები დაეხმარნენ.

როგორც ნეტგაზეთს საგანგენო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ბიზნეს-ცენტრის შენობიდან ყველა ადამიანი გამოყვანილია.

საგანგებო სიტუიაცების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: ნათია ცქიფურიშვილი · გამოქვეყნდა 04.11.2026, 17:11. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

„ფორმულას“ თანამშრომლები ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან გამოიყვანესინტერპრესნიუსი · 16:53 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ