ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

გიორგი ჯინჭარაძე ბერლინში აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ბერლინის კონცერტჰაუსში, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტს და

გიორგი ჯინჭარაძე ბერლინში აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტს დაესწრო
ფოტო: ფრონტნიუსი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ბერლინის კონცერტჰაუსში, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტს დაესწრო.მთავრობის თავმჯდომარემ, ქართულ-აფხაზურ ისტორიულ კავშირებსა და უნიკალურ ტრადიციებზე, ასევე შერიგების პროცესში კულტურული დიპლომატიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.„განსაკუთრებული და ემოციებით დატვირთული ბრწყინვალე საღამო იყო, რომელმაც ნამდვილი აღფრთოვანება გამოიწვია. დღეს კიდევ ერთხელ გაჟღერდა ჩვენი ქართული კულტურა ევროპის შუაგულში და ასევე ის, რომ აფხაზეთი არის და ყოველთვის იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი. წარმატებები მინდა ვუსურვო ანსამბლ „შავნაბადას“. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კულტურული ინიციატივების ხელშეწყობას და ჩვენი ანსამბლების მხარდაჭერას. ღონისძიების მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სამინისტროს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.„შავნაბადა“ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობს და ბერლინში, ჰამბურგსა და მიუნხენში კონცერტებს მართავს.პირველი კონცერტი ანსამბლმა ბერლინში გამართა. მაყურებლის წინაშე „შავნაბადა“ დავით ცინცაძის ხელმძღვანელობით, ახალი მუსიკალური პროგრამით წარდგა. კონცერტზე ქართულ-აფხაზური, ასევე საქართველოს სხვა რეგიონების ტრადიციული, ხალხური მრავალხმიანი ფოლკლორული ნომრები შესრულდა.კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.„შავნაბადას“ კონცერტს ასევე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ალექსანდრე კარტოზია, ბერლინის ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ასევე, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 04.11.2026, 16:20. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ