ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ზურაბ პატარაძე ქედის ღვინის ფესტივალს დავით სონღულაშვილთან ერთად დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომა

ზურაბ პატარაძე ქედის ღვინის ფესტივალს დავით სონღულაშვილთან ერთად დაესწრო
ფოტო: ფრონტნიუსი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად "ქედის ღვინის ფესტივალს - 2026“ დაესწრო.ფესტივალი მუნიციპალიტეტში აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით წელს პირველად გაიმართა და მას მინისტრი დენის სალუქვაძე მასპინძლობდა. ღვინის ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 50-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.მთავრობის თავმჯდომარემ მსგავსი ფესტივალების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცირე მეღვინეობების ხელშეწყობა, მეურნეობების გაძლიერება და სოფლად ახალი საწარმოების შექმნის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, მეღვინეობის განვითარება რეგიონის პოპულარიზაციასა და აგროტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.ფესტივალის ფარგლებში მეღვინეებს საკუთარი პროდუქციის წარდგენისა და რეალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. პროგრამა ღვინის დეგუსტაციას, ტრადიციული კერძების მომზადების მასტერკლასებს, ქართულ ფოლკლორულ კონცერტსა და ბავშვებისთვის გასართობ აქტივობებს აერთიანებდა.ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 04.11.2026, 12:25. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ