ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი ხელაძე 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების გამო დაკავებულების შესახებ: ქართული სახელმწიფო მზად არის, რომ მონანიების და აღიარების შემთხვევაში ამ ადამიანებთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ, 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის საპროცესო შეთანხმებით გა...

ირაკლი ხელაძე 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების გამო დაკავებულების შესახებ: ქართული სახელმწიფო მზად არის, რომ მონანიების და აღიარების შემთხვევაში ამ ადამიანებთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება
ფოტო: ინფო 9
ირაკლი ხელაძე 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების გამო დაკავებულების შესახებ: ქართული სახელმწიფო მზად არის, რომ მონანიების და აღიარების შემთხვევაში ამ ადამიანებთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ, 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების საკითხზე ისაუბრა.

ირაკლი ხელაძე აცხადებს, რომ ყველა ვინც დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.

„ჩვენ იმთავითვე, როდესაც ამ ადამიანებმა და ამ ჯგუფმა დაიწყო მოწოდებები სახელმწიფოს დამხობისკენ, მაშინვე ვაცხადებდით, რომ ეს იყო დანაშაულებრივი მოწოდება. შემდეგ უკვე ვიხილეთ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი ფაქტი, რასაც მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედება თავის შინაარსით საკმაოდ მძიმეა, ქართულ საზოგადოებას არაერთხელ აქვს ნანახი ის მოვლენები, რის მოწყობასაც ეს ადამიანები აპირებდნენ, ისიც კარგად იცის, რამ შეიძლება გამოეწვია ამ ყველაფერს არეულობის თვალსაზრისით.

აი, ამ ყველაფრის მიუხედავად, დღეს „ქართული ოცნება“, ქართული სახელმწიფო მზად არის, რომ მონანიების და აღიარების შემთხვევაში ამ ადამიანებთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენი თვითმიზანი არავის პატიმრობა არ არის. ანუ თუ იქნება სინანული, იქნება შემხვედრი ნაბიჯი. ასე რომ, ყველას მოვუწოდებთ, რომ გააანალიზონ ის ჩადენილი დანაშაულები და გააფორმონ საპროცესო შეთანხმება“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ. 

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 14:10. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ