ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

უკრაინული დრონები რუსეთში „ოზონის“ ცენტრს დაესხნენ თავს - Batumelebi

რუსეთ-უკრაინის ომი •

უკრაინული დრონები რუსეთში „ოზონის“ ცენტრს დაესხნენ თავს - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

4 ნოემბერს, სამხრეთ რუსეთში, ადიგეისკში მდებარე „ოზონის“ ერთ-ერთ უდიდეს ლოჯისტიკურ ცენტრს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს.

კომპანია „ოზონმა“ აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა. „ოზონის“ ცნობით, დარტყმამ საწყობში ხანძარი გამოიწვია, თანამშრომლების ევაკუაცია კი დროულად მოხდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დრონის ნამსხვრევებმა ქალაქის შემოგარენში მდებარე სოფლებში კერძო სახლები დააზიანა.

ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება თვითმხილველების მიერ გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა. ტელეგრამ-არხი Astra აცხადებს, რომ Ozon-ის ლოჯისტიკური ცენტრის სახურავი ნაწილობრივ ჩამოინგრა მას შემდეგ, რაც თავდასხმის შესახებ გახდა ცნობილი.

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge ავტორი: ნანა კვაჭაძე · გამოქვეყნდა 04.11.2026, 13:55. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ