ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

სილქნეტმა წარმატებით გაიარა მის ყველა სერვისზე გავრცელებული ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO/IEC 27001:2022 შესაბამისობის

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

04.11.2026 / 08:20

სილქნეტმა წარმატებით გაიარა მის ყველა სერვისზე გავრცელებული ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO/IEC 27001:2022 შესაბამისობის სასერტიფიკაციო აუდიტი და გერმანული ტესტირების, ინსპექტირებისა და სერტიფიცირების ორგანიზაცია TÜV Rheinland-ისგან შესაბამისობის სერტიფიკატი მოიპოვა.

ეს მიღწევა აძლიერებს სილქნეტის ყველა მომსახურების უსაფრთხოების ჩარჩოს, რაც ადასტურებს სატელეკომუნიკაციო კომპანიის ძალისხმევას დაიცვას აბონენტების მონაცემები, ბიზნეს ოპერაციები და ციფრული პლატფორმები მუდმივად მზარდი კიბერსაფრთხეებისგან. ღრუბლოვანი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების პირობებში, როცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სისტემური რისკის მართვა და უსაფრთხოების პრაქტიკების მუდმივი გაუმჯობესება, მიღწეული შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სილქნეტის სწრაფვას განავითაროს უსაფრთხო და სანდო სატელეკომუნიკაციო მომსახურება

“ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი ადასტურებს ჩვენს ძალისხმევას, შევქმნათ უსაფრთხო ციფრული გარემო და კიდევ უფრო გავამყაროთ სილქნეტის, როგორც სანდო პარტნიორის პოზიცია საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის მდგრადი განვითარებისთვის და გვაძლევს შესაძლებლობას, მომავალშიც გავაძლიეროთ B2B, ღრუბლოვანი და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სერვისები.“ - განაცხადა სილქნეტის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა.

საერთაშორისო სერტიფიკაცია სილქნეტის B2B სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ხელს უწყობს ბიზნეს სექტორის და საერთაშორისო პარტნიორების ნდობის გაძლიერებას, ხოლო ამ პროცესში მიღებული გამოცდილება უსაფრთხოების მართვის პრაქტიკის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

(R)

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 08:20. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ