ირაკლი ზარქუა - ოპოზიციის ალიანსი ბუტაფორია იყო - „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო გააქრეს კი არა, მთლიანად არიან გამქრალი პოლიტიკური არენიდან, ასე რომ, ეს მაგათ არაფერს დააკლებს
ლოგო გააქრეს კი არა, მთლიანად არიან გამქრალი პოლიტიკური არენიდან - ეს ალიანსი ბუტაფორია იყო, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის
03.11.2026 / 12:37
ირაკლი ზარქუა - ოპოზიციის ალიანსი ბუტაფორია იყო - „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო გააქრეს კი არა, მთლიანად არიან გამქრალი პოლიტიკური არენიდან, ასე რომ, ეს მაგათ არაფერს დააკლებს
ლოგო გააქრეს კი არა, მთლიანად არიან გამქრალი პოლიტიკური არენიდან - ეს ალიანსი ბუტაფორია იყო, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფაქტს, რომ ოპოზიციის ალიანსის ლოგოდან „ნაციონალური მოძრაობა" ამოღებულია.
მისივე თქმით, „ოპოზიციური ალიანსი" თავის დროზე იმიტომ შეიქმნა, რომ "თავიანთი მიმდევრებისთვის ენახებინათ, თითქოს, ოპოზიცია გაერთიანდა".
„ეს ალიანსი ბუტაფორია იყო. ეს იყო მათი პატრონების მიერ დაკვეთა, რომ მიმდევრებისთვის, რომელიც შემორჩათ, შეექმნათ განცდა, თითქოს, ოპოზიციის ერთიანი ფრონტი ყალიბდება. სინამდვილეში განსხვავებული მრწამსის, ხედვის, ღირებულებების, პოლიტიკური წარსულის ადამიანები ერთად შეყარეს. ეს უქნა მათმა პატრონებმა ამ უსამშობლოებს. როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ ერთობლივ ძალად ესენი?! მათ რომ ჰკითხო, ყველა არის ცოტნე დადიანი, ყველა არის დავით აღმაშენებელი, ყველა არის მებრძოლი რაინდი. „ჩერგო" ვინმეს დაუთმობდა ლიდერობას?! ან გვარამია-თენგო?! ისიც "იქაჩება", მაგრამ ასეა. და ის "ტოპტვინა"?! არა, ეგეც ლიდერებში გადის, შესაბამისად, იქ ერთობა გამორიცხულია. ეს იყო ხელოვნურად შეკოწიწებული თემა იმისთვის, რომ თავიანთი მიმდევრებისთვის ენახებინათ, რომ ოპოზიცია გაერთიანდა. ლოგო გააქრეს კი არა, მთლიანად არიან გამქრალი პოლიტიკური არენიდან, ასე რომ, ეგ მაგათ არაფერს დააკლებს," - განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, "ოპოზიციის ალიანსმა" "ფეისბუქ" გვერდზე გამოაქვეყნა ახალი ლოგო, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" დატანილი აღარაა. ჯერჯერობით, "ნაციონალურ მოძრაობაში" არ გაკეთებულა განცხადებები, დატოვა თუ არა პარტიამ აღნიშნული ალიანსი.
SAY.GE · ბუტაფორია (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
ირაკლი ზარქუა: ოპოზიციის ალიანსი იყო ბუტაფორია, „ნაცმოძრაობის“ ლოგო გააქრეს კი არა, მთლიანად არიან გამქრალი პოლიტიკური არენიდანინფო 9 · 12:47
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 

