ალექსანდრე ლუკაშენკო - უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე შეთანხმების მიღწევის დრო დადგა
ბელარუსი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასა და მისი შედეგების მინიმიზაციაში წვლილის შეტანა განაგრძოს,
03.11.2026 / 13:44
ალექსანდრე ლუკაშენკო - უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე შეთანხმების მიღწევის დრო დადგა
ბელარუსი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასა და მისი შედეგების მინიმიზაციაში წვლილის შეტანა განაგრძოს, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ევრაზიის უსაფრთხოების საკითხებზე მინსკის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მზად ვართ გავაგრძელოთ რეალური წვლილის შეტანა კონფლიქტის მოგვარებაში და მისი შედეგების მინიმიზაციაში”, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე შეთანხმების მიღწევის დროა.
„რიგ საკითხებს განსხვავებულად ვუყურებთ. ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. ცალკეულ მოვლენებსა და საკითხებს განსხვავებულად შევხედავთ. კითხვა იმაში მდგომარეობს, შეგვიძლია თუ არა დიალოგში ჩართვა, დახმარება და კომპრომისზე წასვლა. მე ვამბობ, რომ ახლა დროა, ისევე როგორც დროა უკრაინაში შეთანხმების მიღწევის“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ამასთან, მისი თქმით, ბელარუსი მზადაა დასავლეთთან ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაშალოს, თუმცა დასავლეთი კონფრონტაციაზეა ორიენტირებული.
„ეს ჩვენ 2020 წელს განვიცადეთ. აქ რომ არ გაგვეძლო, ომი იქნებოდა. ისინი (დასავლეთი) აქ დამარცხდნენ, მაგრამ ამის აღიარება არ სურთ, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებთან და ბევრ ევროპელთან მოლაპარაკებების დროს ვთქვი: „ბიჭებო, მზად ვარ ფურცელი გადავშალო. მაგრამ თქვენ წააგეთ, არასაჯაროდ მაინც უნდა აღიაროთ, რომ წააგეთ და გავაუმჯობესოთ ურთიერთობები“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ამასთან, მისი თქმით, დასავლეთს განსხვავებული პოზიცია აქვს. „ კონფრონტაცია და ამ სამხედრო მოქმედებებისა და სანქციების ესკალაცია“, - განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ ამ სანქციებმა ბელარუსსა და რუსეთს ვერაფერი დააკლო.
SAY.GE · მოგვარება (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
ალექსანდრე ლუკაშენკო - უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე შეთანხმების მიღწევის დრო დადგაპალიტრანიუსი · 00:00
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 
