სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ბუდანოვი - მსგავსი მოვლენები ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას, ხელისუფლება უკვე ამუშავებს საჭირო გადაწყვეტილებებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში მომხდარ მოვლენებს დაუშვებელი უწოდა. მისი თქმით, სამართალდამცველები გარემოებებს ადგენენ, ხ

ბუდანოვი - მსგავსი მოვლენები ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას, ხელისუფლება უკვე ამუშავებს საჭირო გადაწყვეტილებებს
ფოტო: ფრონტნიუსი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში მომხდარ მოვლენებს დაუშვებელი უწოდა. მისი თქმით, სამართალდამცველები გარემოებებს ადგენენ, ხელისუფლება კი შემდგომ რეაგირებას ამზადებს.კირილ ბუდანოვის განცხადებით, პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში განვითარებული მოვლენები ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას, განსაკუთრებით რუსული საფრთხის პირობებში.როგორც მან აღნიშნა, სამართალდამცველები და უფლებამოსილი ორგანოები ინციდენტის ყველა გარემოებას არკვევენ. მათ მომხდარის სრული სურათი უნდა დაადგინონ, ასევე განსაზღვრონ პასუხისმგებელი პირები და მიიღონ ზომები დამნაშავეების პასუხისგებაში გასაცემად.ბუდანოვის თქმით, ხელისუფლება ძალოვან ბლოკთან ერთად უკვე ამუშავებს საჭირო გადაწყვეტილებებს, მათ უნდა უზრუნველყონ მომხდარზე სათანადო რეაგირება და დაეხმარონ მომავალში შესაძლო პროვოკაციების აღკვეთას.გარდა ამისა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მოუწოდა უკრაინელებს, გადაწყვეტილებების მიღებისა და კონფლიქტების მოგვარებისას ერისა და სახელმწიფოს ინტერესებით იხელმძღვანელონ.2 ნოემბერს საღამოს პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში, ერთ-ერთ კერძო სახლთან, ადგილობრივი მცხოვრებლები შეიკრიბნენ. ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარდაფში თითქოს იმ მამაკაცებს აკავებდნენ, რომლებმაც სამხედრო ნაწილები თვითნებურად დატოვეს.მოგვიანებით, უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალმა ალექსანდრ პივნენკომ დაადასტურა, რომ სახლში ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. მისი თქმით, ისინი მას შემდეგ იპოვეს, რაც სამხედრო ნაწილი თვითნებურად დატოვეს.საკითხის საჯარო გახმაურების შემდეგ, ეროვნულ გვარდიაში სამსახურებრივი შემოწმება გამოცხადდა. უწყება დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემას გეგმავს.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 03.11.2026, 13:46. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ