ირაკლი კირცხალია კოტე კემულარიას განცხადებაზე: პოლიტიკურად საკონსტიტუციოში სამართლდება ის ძალა, რომელიც იყო ავტორი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ დიდ ციხის საკნად გადაექციათ - უნდა შევადაროთ რა ხდება დღეს, შევადაროთ რამდენია პროპორციულობა გამამართლებელი თუ გამამტყუნებელი განაჩენის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კოტე კემულარიას განცხადებაზე, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, სასამართლოს პირველი ინსტანციის გად...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კოტე კემულარიას განცხადებაზე, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებებში პროკურატურის ჩარევაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა, სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო“.
კირცხალიას განცხადებით, საზოგადოებამ შეაფასა წინა ხელისუფლების ქმედებები, რომელსაც საქართველოს ციხის საკნად გადაქცევა სურდა. მისივე თქმით, უნდა შევადაროთ რა იყო მაშინ და როგორი ვითარებაა ახლა - სად არის სასამართლო, პროკურატურა, მტკიცებულების სტანდარტი და რამდენი საქმე იგზავნება სტრასბურგის სასამართლოში.
„სააკაშვილის დროს და იმ რეჟიმის დროს ზეწოლა რომ ხდებოდა ყველა სტრუქტურაზე, ამას საუბარი საუბარი რად უნდა. ასევე, ხშირად აპელირებენ ხოლმე სასამართლოს კუთხით, კონკრეტულ სახელს და გვარებს არ შევეხები, მაგრამ ისეთი მტკიცებულებებით მიდიოდნენ, ისეთი საქმეებით მიდიოდნენ სასამართლოში და ისეთი ზეწოლით მწამებლური რეჟიმი, რომ რა გასაკვირია, ხდებოდა იმ განაჩენების გამოტანა, რომელ განაჩენებსაც ვხედავდით, წარსულში რაც იყო, ჩვენ შევაფასეთ, საზოგადოებამ შეაფასა, ხალხი მსჯავრდებულია და პოლიტიკურად საკონსტიტუციოში სამართლდება ის ძალა, რომელიც ამ რეჟიმის ავტორი და ამ ქმედებების ავტორი იყო და რომელიც იყო ავტორი იმისა, რომ გადაექციათ ჩვენი ქვეყანა ერთ დიდ ციხის საკნად.
უნდა შევადაროთ რა ხდება დღეს, სად არის სასამართლო დღეს, სად არის პროკურატურა დღეს, სად არის მტკიცებულების მტკიცებულების სტანდარტი?
შევადაროთ რამდენია პროპორციულობა გამამართლებელი თუ გამამტყუნებელი განაჩენის, ავიღო და შევადაროთ რამდენი საქმეა წასული სტრასბურგში და რამდენი იყო - რამდენი საქმე მიდიოდა და თუ რამეა წასული, რა პასუხია დაბრუნებული იქიდან, თუნდაც გახმაურებულ საქმეებს რომ შევხოთ. ასე რომ, კითხვას მხოლოდ და მხოლოდ შედარებითი კუთხით შევაფასებდი: რა იყო და რა არის დღეს“, - განაცხადა კირცხალიამ.
SAY.GE · კემულარია (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
