ირაკლი კირცხალია საქართველოში რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სამსახურის სპეციალისტების ჩამოსვლაზე - იქაური ბიზნესი უხდის ფულს აქაურ ბიზნესს, რომ წაიღოს პროდუქტი - ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ჩვენს ბიზნესს მაქსიმალურად დავეხმაროთ
იქაური ბიზნესი უხდის ფულს აქაურ ბიზნესს, რომ წაიღოს პროდუქტი. ჩვენ იმისთვის ვართ,
03.11.2026 / 13:42
ირაკლი კირცხალია საქართველოში რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სამსახურის სპეციალისტების ჩამოსვლაზე - იქაური ბიზნესი უხდის ფულს აქაურ ბიზნესს, რომ წაიღოს პროდუქტი - ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ჩვენს ბიზნესს მაქსიმალურად დავეხმაროთ
იქაური ბიზნესი უხდის ფულს აქაურ ბიზნესს, რომ წაიღოს პროდუქტი. ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ჩვენს ბიზნესს მაქსიმალურად დავეხმაროთ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოში რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის სპეციალისტების ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციას უკავშირდებოდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „სახელმწიფო ბიზნესთან ერთად ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც ბიზნესისა და ქვეყნისთვისაა საინტერესო“.
„გუშინ უნდა ჩამოსულიყვნენ, ჩამოდის, არ ჩამოდის, ამას ვერ დაგიდასტურებთ, აუცილებლად მოვიკითხავ. თუმცა თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ რუსეთთან ეკონომიკური ვაჭრობა გვაქვს და ურთიერთობა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამას ღიად ვამბობთ და ყოველთვის ღიად ვამბობდით.
როგორც ჩვენ გვაქვს სურსათის ეროვნული სააგენტო, იმათაც აქვთ თავიანთი სურსათის ეროვნული სააგენტო. იქაური ბიზნესი უხდის ფულს აქაურ ბიზნესს, რომ წაიღოს პროდუქტი. რას მოითხოვს რუსეთის ფედერაცია და მათი წარმომადგენლები ბიზნესთან მიმართებით, ჩვენ ჩვენს ქვეყანაში იმისთვის ვართ, რომ ჩვენს ბიზნესს მაქსიმალურად დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია ყველა ჩვენი რესურსით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ბიზნესი, ვინც იყო მსხვილი ექსპორტიორი, პირდაპირი შემომტანი ჩვენს ეკონომიკასა და ბიუჯეტში, ეს გაგრძელდეს. ჩვენ როგორც სახელმწიფო, ბიზნესთან ერთად ყოველთვის გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენი ბიზნესისა და ქვეყნისთვისაა საინტერესო”, - განაცხადა კირცხალიამ.
ცნობისთვის, საქართველოს რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა („როსსელხოზნადზორმა“) 26 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სამსახურის სპეციალისტები საქართველოში ჩამოსვლას 2 ნოემბრიდან გეგმავდნენ.
„საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, 2026 წლის 2 ნოემბრიდან „როსსელხოზნადზორის“ დელეგაცია საქართველოდან რუსეთში გასაგზავნი თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
SAY.GE · ვეტერინარული (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

