სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

დონალდ ტრამპი - როდესაც ბიულეტენში ვარ, ყოველთვის ვიმარჯვებ, ამიტომ, ყველას ვთხოვ, წარმოიდგინონ, რომ მეც ბიულეტენში ვარ - ამდენი რამ გავაკეთეთ და ეს ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაიყაროს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ შუალედურ არჩევნებში “დემოკრატები” კონგრესზე კონტროლს მოიპოვებენ,

დონალდ ტრამპი - როდესაც ბიულეტენში ვარ, ყოველთვის ვიმარჯვებ, ამიტომ, ყველას ვთხოვ, წარმოიდგინონ, რომ მეც ბიულეტენში ვარ - ამდენი რამ გავაკეთეთ და ეს ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაიყაროს
ფოტო: ინტერპრესნიუსი

03.11.2026 / 09:08

დონალდ ტრამპი - როდესაც ბიულეტენში ვარ, ყოველთვის ვიმარჯვებ, ამიტომ, ყველას ვთხოვ, წარმოიდგინონ, რომ მეც ბიულეტენში ვარ - ამდენი რამ გავაკეთეთ და ეს ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაიყაროს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ შუალედურ არჩევნებში “დემოკრატები” კონგრესზე კონტროლს მოიპოვებენ, მისი ადმინისტრაციის მიერ მიღწეული პროგრესის დიდი ნაწილი შესაძლოა გაქრეს.

Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა ყურადღება გაამახვილა იმ პოლიტიკურ ინიციატივებზე, რომლებსაც ის აქტიურად უჭერს მხარს.

„ამდენი რამ გავაკეთეთ და ეს ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაიყაროს“,- განაცხადა მან.

ტრამპმა ყველას მოუწოდა, წარმოიდგინონ, თითქოს საარჩევნო ბიულეტენში მისი სახელიც არის შეტანილი. „როდესაც ბიულეტენში ვარ, ყოველთვის ვიმარჯვებ; ამ დროს 50%-ით მეტ ხმას ვიღებთ, ვიდრე მაშინ, როცა ბიულეტენში არ ვარ. ამიტომ, ყველას ვთხოვ, წარმოიდგინონ, რომ მეც ბიულეტენში ვარ. თუ ჩვენი ხალხი მივა არჩევნებზე, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება. ამერიკელი ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს და კონგრესის 100 წევრიდან 35-ს ირჩევენ.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 09:08. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

დონალდ ტრამპი - როდესაც ბიულეტენში ვარ, ყოველთვის ვიმარჯვებ, ამიტომ, ყველას ვთხოვ, წარმოიდგინონ, რომ მეც ბიულეტენში ვარ - ამდენი რამ გავაკეთეთ და ეს ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაიყაროსპალიტრანიუსი · 00:00 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ