Alchemist 404: პირველი ქართული მეცნიერებით ინსპირირებული Roguelike Deckbuilder-ი $70,000-იან საინვესტიციო
ქართული გეიმ-დეველოპერული სტუდია Error Games LLC წარადგენს თავის სადებიუტო პროექტს Alchemist 404, პირველ ქართულ ვიდეოთამაშს, რომელიც შთაგონებულია რეალური
ქართული გეიმ-დეველოპერული სტუდია Error Games LLC წარადგენს თავის სადებიუტო პროექტს Alchemist 404, პირველ ქართულ ვიდეოთამაშს, რომელიც შთაგონებულია რეალური მეცნიერებით, კერძოდ კი გეიმფლეიში ნაღდ ქიმიურ რეაქციებს იყენებს.
ამჟამად, მიმდინარეობს თამაშის Playtesting. ხოლო Early Access-ის გაშვება საერთაშორისო პლატფორმა Steam-ზე დაახლოებით 8 თვეში იგეგმება.
Alchemist 404 არის Roguelike Deckbuilder ჟანრის თამაში, სადაც მოთამაშე საბრძოლო ილეთებთან ერთად რეალურ ქიმიურ ელემენტებსა და რეაქციებსაც იყენებს დრაკონებთან საბრძოლველად.
თუ გიყვართ ისეთი პოპულარული თამაშები, როგორიცაა Slay the Spire, Alchemist 404 შემოგთავაზებთ ნაცნობ, საყვარელ მექანიკას სრულიად ინოვაციური, მეცნიერებით შთაგონებული ელემენტებით.
ინვესტიცია და სახელმწიფო მხარდაჭერა
Alchemist 404-ის იდეამ (ყოფილი სახელით Chaos 404) უკვე მოიპოვა აღიარება ადგილობრივ ეკოსისტემაში – პროექტმა გაიმარჯვა Entrepreneur Georgia-ს კონკურსში „მე ამისგან გავაკეთებ“ (მადლობა ალექსანდრე სირაძესა და მის გუნდს), მოხვდა Startup Bootcamp Georgia-ს ტოპ-20 სტარტაპს შორის და დემოს განსავითარებლად მიიღო GITA-ს 50,000-ლარიანი სახელმწიფო გრანტი.
ახლახან, სტუდიას შემოუერთდა მშენებელი, ინვესტორი, სამშენებლო კომპანია ნიკოლმანის დამფუძნებელი, ვახტანგ ნიკოლავა (ახლა უკვე შპს ერორ გეიმსის 10%-ის მფლობელი), რომელმაც Early Access-ის მოსამზადებლად კომპანიაში 200,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ამჟამად, Error Games-ი დამატებით $70,000-ის ოდენობის საინვესტიციო რაუნდს აცხადებს, რომელიც საერთაშორისო გეიმინგ ფესტივალებსა და Steam Fest-ზე წარსადგენად არის მიმართული.
ტასო გეგია, Error Games-ის დამფუძნებელი: „ჩვენი მიზანია დავამტკიცოთ, რომ მეცნიერება და გეიმინგი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. Alchemist 404 არ არის მხოლოდ თამაში – ეს არის ექსპერიმენტი, რომელიც მოთამაშეს საშუალებას აძლევს გამოგონილი მაგიის ნაცვლად რეალური ქიმიის ჯადოსნური რეაქციებით უფრო ნარტივად გადალახოს გამოწვევები. მოხარულები ვართ, რომ უკვე გვაქვს საზოგადოებისა და ინვესტორების მხარდაჭერა და მზად ვართ ქართული გეიმ-დეველოპმენტი გლობალურ ასპარეზზე გავიტანოთ.“
ვახო ნიკოლავა, Error Games – ის ახალი პარტნიორი: “მოხარული ვარ, რომ შევუერთდი ამ საინტერესო სტარტაპს. ვფიქრობ გეიმინგ ინდუსტრიაში მეცნიერული შინაარსების შეტანა ძალიან კარგი მიდგომაა და ამ მხრივ შესაძლებლობები ულიმიტოა. დაინტერესებული ვარ ინდუსტრიით და ვფიქრობ ერორ გეიმსში საკუთარი კრეატიული იდეებიც განვახორციელო.”
გლობალური პოტენციალი და ინდუსტრია
გლობალური გეიმინგ ინდუსტრია 300 მილიარდ დოლარს აღწევს და 3.6 მილიარდ მოთამაშეს აერთიანებს, საიდანაც STEM-ზე დაფუძნებული ვიდეოთამაშების სეგმენტი 24 მილიარდ დოლარს შეადგენს.
სტატისტიკურად, მსგავსი ინდი-თამაშების ტოპ 10%, რომელთაც აქვთ სწორი მარკეტინგული მხარდაჭერა, საშუალოდ 250%-იანი ROI-ით ხასიათდება. პროექტის კრეატიულ მიმართულებას უძღვება ბექა დოკვაძე (20+ საერთაშორისო პროექტის GDD ავტორი), ხოლო დეველოპმენტზე მუშაობენ საერთაშორისო დონის ხელოვანები და პროგრამისტები საქართველოდან, ბრაზილიიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან.
ძირითადი მახასიათებლები:
- რეალური ქიმიური რეაქციები: გამოიყენეთ ნამდვილი ელემენტები და ქიმიური კანონები, მაგიის ნაცვლად.
- Roguelike Deckbuilder მექანიკა: ტაქტიკური საბრძოლო სისტემა, ბილდების აღმოჩენა და სტრატეგიული აზროვნება.
- დრაკონებთან ბრძოლა: თითოეული მტერი კონკრეტულ ქიმიურ ელემენტს განასახიერებს.
- Playtest ხელმისაწვდომია: დემო-ვერსიის გამოცდა უკვე შესაძლებელია.
Error Games LLC-ის შესახებ (Boilerplate)
Error Games LLC არის ქართული ვიდეოთამაშების დეველოპერული კომპანია, რომელიც დაფუძნდა ტასო გეგიას მიერ. კომპანიის მიზანია შექმნას უნიკალური, ექსპერიმენტული და მეცნიერებით შთაგონებული ვიდეოთამაშები გლობალური ბაზრისთვის.
- Steam Page
- Website: www.alchemist404.com
[R]
SAY.GE · ინსპირირებული (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
