სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა დ

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
ფოტო: ფრონტნიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს."სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ერთ-ერთი დაკავებულის არასრულწლოვანი შვილი ჩართეს.გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები, შემუშავებული გეგმის განხორციელებისა და შრომითი ექსპლუატაციის მიზნით, არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი აღნიშნული თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, ბრალდებულები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება მოიპოვეს.ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრშია განთავსებული. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც  თავისუფლების 17 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. 

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 03.11.2026, 10:21. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 2

სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავესპალიტრანიუსი · 00:00 სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავესინტერპრესნიუსი · 10:27 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ