სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი ქადაგიშვილი: საფრანგეთის შემთხვევაში, როცა ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილს“, არის დასჯადი და თურმე საქართველოში უნდა ყოფილიყო წახალისებული და გმირობის ტოლფასად შერაცხილი

პარიზში აქციის დროს პოლიციელისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტს, რომელზედაც გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი...

ირაკლი ქადაგიშვილი: საფრანგეთის შემთხვევაში, როცა ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილს“, არის დასჯადი და თურმე საქართველოში უნდა ყოფილიყო წახალისებული და გმირობის ტოლფასად შერაცხილი
ფოტო: ინფო 9
ირაკლი ქადაგიშვილი: საფრანგეთის შემთხვევაში, როცა ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილს“, არის დასჯადი და თურმე საქართველოში უნდა ყოფილიყო წახალისებული და გმირობის ტოლფასად შერაცხილი

პარიზში აქციის დროს პოლიციელისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტს, რომელზედაც გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის, რაც დასჯადი არის საფრანგეთის შემთხვევაში, ევრობიუროკრატების მხრიდან წახალისებული იყო საქართველოში მიმდინარე აქციების დროს.

„ის, რაც სამართლიანია საფრანგეთის შემთხვევაში, როცა ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილს“, არის დასჯადი, თურმე საქართველოში უნდა ყოფილიყო წახალისებული, დაფინანსებული და გმირობის ტოლფასად შერაცხილი.

ამ მოვლენებმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ სახელმწიფოს რეაგირება იყო მართლზომიერი და კანონზომიერი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 09:06. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ