სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამტრედიაში იმყოფება

კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამტრედიაში იმყოფება
ფოტო: პრაიმტაიმი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამტრედიაში იმყოფება.

შიო მესამის სამტრედიაში ჩასვლა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავს უკავშირდება.

თარიღთან დაკავშირებით სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

შიო მესამეს ტაძრის ეზოში შეკრებილმა მრევლმა საზეიმო დახვედრა მოუწყო. პატრიარქმა მრევლი დალოცა.

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 10:51. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ