ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

სააპელაციო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე მარიამ მეყანწიშვილისა და აბო ნავერიანის განაჩენი უცვლელად დატოვა

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

სააპელაციო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე მარიამ მეყანწიშვილისა და აბო ნავერიანის განაჩენი უცვლელად დატოვა
ფოტო: პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ პაატა სილაგაძემ 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულების – მარიამ მეყანწიშვილისა და აბო ნავერიანის განაჩენი ძალაში დატოვა.

პირველმა ინსტანციამ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, აბო ნავერიანს კი 5 წელი ჰქონდა მისჯილი. მარიამ მეყანწიშვილის სასჯელის დამძიმებას პროკურატურა მოითხოვდა.

დღევანდელ პროცესზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ნანა სანდერს.

4 ოქტომბრის საქმის აღნიშნულ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავდა. 8 მათგანმა საპროცესო შეთანხმება პირველ ინსტანციაში გააფორმა და საპატიმრო დატოვა.

დაუსწრებლადაა მსჯავრდებული ანტონ იუპერი, რომელსაც 5 წელი აქვს მისჯილი.

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 02.11.2026, 17:23. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ