ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ნინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ

„სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.წილოსანის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ...

ნინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ
ფოტო: ინფო 9
ნინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ

„სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

წილოსანის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში, ალბათ, ბევრმა დაინახა, თუ რა იყო არასწორად გაკეთებული საქართველოსთან დაკავშირებით.

„მათ მაშინაც ძალიან კარგად იცოდნენ, რა მოცემულობა და ვითარება იყო საქართველოში, თუმცა იმ შემთხვევაში აწყობდათ, რომ ეს მშვიდობიანი ყოფილიყო. ამ შემთხვევაში კი ვიცით, რომ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტია - არ შევდივარ განხილვაში, ალბათ იმსახურებდნენ. ვხედავდით იმ ძალადობრივ მოქმედებებს, რომლებსაც ისინი ახორციელებდნენ. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ირონიულია მათი მხრიდან: როდესაც საკუთარი ქვეყნის დასაცავად ისინი არ ერიდებიან ათასობით დემონსტრანტის დაკავებას და ყველაზე ბრუტალური, ყველაზე უხეში ფორმების გამოყენებით იცავს სამართალდამცველი ქვეყანაში მშვიდობას, ჩვენს შემთხვევაში ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარებული ოპერაციებიც კი კრიტიკის ქვეშ იყო.

პროცესები იქით მიდის, რომ ჩვენ გაცილებით მეტი სასაუბრო იარაღი და არგუმენტი გვაქვს მათთან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება, რომ ჩვენი სიმართლე დავადასტუროთ“, - აღნიშნა მან.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 02.11.2026, 18:14. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ