სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საფრთხე მეხანძრე-მაშველების მიერ არის მოხსნილი.
ხანძარი ხიდზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და ტერიტორიაზე გავრცელდა.
წყარო
პრაიმტაიმი · primetime.ge
გამოქვეყნდა 02.11.2026, 16:43. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა

