ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მეხანძრე-მაშველები მუშაობენ მხრჩოლავი კერების ჩაქრობაზე - რა ვითარებაა ე.წ. გადასასვლელ ხიდთან, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი იყო

მეხანძრე-მაშველები მუშაობენ მხრჩოლავი კერების ჩაქრობაზე - რა ვითარებაა ე.წ. გადასასვლელ ხიდთან, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი იყო
ფოტო: პრაიმტაიმი

თბილისში, სადგურის მოედნის ტერიტორიაზე გაჩენილი ძლიერი ხანძარი ლიკვიდირებულია.

სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე, მეხანძრე-მაშველები მხრჩოლავ კერებს ამუშავებენ.

"ვაგზლის ტერიტორიაზე, გადასასვლელ ხიდზე იწვოდა შერეული ტიპის მაღაზიები. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ვინაიდან არავის მოუმართავს. მეხანძრე-მაშველები მუშაობენ მხრჩოლავი კერების გაქრობაზე", - განაცხადა ლევან მუსელიანმა.

ცეცხლი ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და, მალევე, სხვა ობიექტებზეც გავრცელდა. იყო ძლიერი დაკვამლიანება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ათობით მეხანძრემ იმუშავა, ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 02.11.2026, 17:47. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ