ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

რას გვასწავლის უძველესი სიბრძნე ბედნიერების პოვნაზე | Marketer

უძველესმა კულტურებმა მთელ მსოფლიოში შექმნეს ცოდნის სისტემები, რომლებიც ადამიანებს სირთულეების გადალახვაში, კავშირების დამყარებასა და ბედნიერების მიღწევაში

რას გვასწავლის უძველესი სიბრძნე ბედნიერების პოვნაზე | Marketer
ფოტო: მარკეტერი

უძველესმა კულტურებმა მთელ მსოფლიოში შექმნეს ცოდნის სისტემები, რომლებიც ადამიანებს სირთულეების გადალახვაში, კავშირების დამყარებასა და ბედნიერების მიღწევაში ეხმარებოდა. თანამედროვე მეცნიერება კი დღეს უახლესი ინსტრუმენტებით ადასტურებს, რომ ეს ტრადიციული პრაქტიკები მართლაც მუშაობს.

ტექნოლოგიებისა და მედიის მკვლევრები სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან იმ კანონზომიერებებით, რომლებიც ადამიანის ფსიქიკასა და სხეულს შორის კავშირს უსვამს ხაზს. ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ინტუიციური ცოდნა იყო, დღეს ბიოლოგიური და ნეირომეცნიერული კვლევებით მტკიცდება.

ფიზიკური გამოწვევა ემოციური კრიზისის დასაძლევად

უძველეს სამყაროში სხეულის შესაძლებლობების ზღვარზე გამოცდა ყველგან გავრცელებული პრაქტიკა იყო. ყმაწვილის კაცად გარდასახვის რიტუალები ყინულიან წყალში ცურვას ან რთულ ნადირობას მოიცავდა. მომლოცველობა და დამღლელი გზის გავლა კი ხშირად მწუხარების გაშვებასა თუ სულიერი შვების პოვნას უკავშირდებოდა. ფიზიკური და ემოციური განსაცდელის ეს თანხვედრა ტრადიციული საზოგადოებების უმთავრესი წესი იყო.

გზა გონებისა და განწყობისკენ

უძველესი რიტუალები განსაკუთრებულ ფიზიკურ აქტივობას მოითხოვდა. ადამიანები გადიოდნენ დიდ მანძილებს, ადიოდნენ მთებზე, თენებამდე ცეკვავდნენ და შიმშილობდნენ. მთავარი გზავნილი ყოველთვის ის იყო, რომ შინაგანი გარდასახვა სხეულიდან იწყება.

თანამედროვე ენაზე ამას ენდორფინები ხსნის. ტრადიციულ საზოგადოებებს ეს ტერმინი არ ჰქონდათ, თუმცა ზუსტად იცოდნენ, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი და რა როლი აქვს მას კეთილდღეობის შეგრძნებაში. ენდრფინები სხეულის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც ადამიანს სიმშვიდეს, თავდაჯერებასა და ენერგიას ანიჭებს.

ერთიანობის ძალა და სინქრონიზაცია

ექსტრემალური გამოწვევების მარტო გადალახვა გაცილებით რთულია. როდესაც ადამიანები ერთად გადიან დამღლელ გზას, განიცდიან შიმშილს, სიცივეს და ძალების ამოწურვას, მცირე მხარდაჭერაც კი ძალბის უეცარ მოზღვავებას იწვევს.

ეს მხოლოდ ემოციური თანადგომა არ არის, ამას გაზომვადი ფიზიკური საფუძველი აქვს. კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ადამიანები ერთად ნიჩბოსნობენ ან სინქრონულად მოძრაობენ, ორგანიზმში ორჯერ მეტი ენდორფინი გამომუშავდება, ვიდრე მარტო ვარჯიშისას.

ეს ეფექტი ჩნდება ნებისმიერ დროს, როდესაც ჯგუფი ერთსა და იმავე ქმედებას თანხვედრაში აკეთებს, იქნება ეს გუნდური სიმღერა, ცეკვა, საერთო სიცილი თუ საერთო სუფრასთან ყოფნა. სწორედ ამიტომ არის იოგას გაკვეთილი ჯგუფში ბევრად უფრო მსუბუქი, ვიდრე მარტო ყოფნისას, და სწორედ ამიტომ მოქმედებს ერთობლივი სიმღერა ბუნებრივი ანტიდეპრესანტივით.

წყარო: Fastcompany

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: TamarMep · გამოქვეყნდა 02.11.2026, 18:04. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ