შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

არჩილ გორდულაძე – მიკიტა პოტურაევი არ შეშფოთებულა, როცა უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვას უჭერდა მხარს, მაგრამ აღშფოთებულია ნაცაგენტურის პარტიების გაუქმებით

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებებს უჭერდა მხარს, როდესაც მიხეი

არჩილ გორდულაძე – მიკიტა პოტურაევი არ შეშფოთებულა, როცა უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვას უჭერდა მხარს, მაგრამ აღშფოთებულია ნაცაგენტურის პარტიების გაუქმებით
ფოტო: ფრონტნიუსი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებებს უჭერდა მხარს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ აღშფოთებულია საქართველოში ნაცაგენტურის პარტიების გაუქმების პროცესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.გორდულაძემ კომენტარი გააკეთა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლითაც მიკიტა პოტურაევმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უფლებები თავისუფლად გამოიყენონ.როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ის, რაც დემოკრატიულია უკრაინაში, ვერანაირად ვერ იქნება ანტიდემოკრატიული ჩვენს ქვეყანაში."ეს ადამიანი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც რადაში მხარს უჭერდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც 18 პარტია აიკრძალა. საერთო ჯამში, 22 პარტიაა აკრძალული უკრაინაში. საერთოდ არ იყო აღშფოთებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის, ამ დამნაშავის და „მაოხრებელი გზირის“ გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ აღშფოთებულია საქართველოში ნაცაგენტურის პარტიების გაუქმების პროცესთან დაკავშირებით. ამ რეალობას თუ ვინმე დაიჯერებს, დიახ, ასე იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე დემოკრატიის შუქურაა, როგორც გვასაღებდნენ 2004-2012 წლებში და ამ ადამიანის პარტიების აკრძალვა, თურმე დემოკრატიის უკუსვლაა. ის, რაც დემოკრატიულია უკრაინაში, ვერანაირად ვერ იქნება ანტიდემოკრატიული ჩვენს ქვეყანაში, რა თანამდებობის პირმაც არ უნდა სცადოს უცხოეთიდან ამ განცხადებების გაკეთება ან მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა“, - განაცხადა გორდულაძემ.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 31.10.2026, 12:58. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

არჩილ გორდულაძე: მიკიტა პოტურაევი არ შეშფოთებულა, როცა უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვას უჭერდა მხარს, მაგრამ აღშფოთებულია ნაცაგენტურის პარტიების გაუქმებით, რაც უკრაინაში დემოკრატიულია, აქ ვერ იქნება ანტიდემოკრატიულიინფო 9 · 13:00 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ