კანადის მთავრობა - კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება
კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება. ამის შესახებ კანადის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი,
30.10.2026 / 23:55
კანადის მთავრობა - კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება
კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება. ამის შესახებ კანადის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 29-30 ოქტომბრის ევროკავშირი-კანადის სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანადის პრემიერ- მინისტრმა მაკრ კარნიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ალიანსი მომავლისთვის” ჩამოაყალიბეს - ახალი პარტნიორობა, რომელიც ეფექტიანად გამოიყენებს კანადის, ევროკავშირისა და მსგავსი ღირებულებების მქონე სხვა ქვეყნების სტრატეგიულ შესაძლებლობებს საერთო გამოწვევების დასაძლევად.
„პარალელურად, კანადა და ევროკავშირი მუშაობენ რაც შეიძლება ღრმა პარტნიორობისკენ - გაწევრიანების გარდა - და კანადა გახდება ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი. მომდევნო თვეების განმავლობაში კანადა და ევროკავშირი განსაზღვრავენ წევრობის ამ ფორმის არსს, მასშტაბსა და ჩარჩოს", - ნათქვამია განცხადებაში.
SAY.GE · ასოცირებული (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


