ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი, ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პირი - Batumelebi
შსს •
აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თორმეტი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა.
პოლიციამ ძებნილი პირი ბათუმში დააკავა.
„დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს.
SAY.GE · ბათუმი (ადგილი) — დეტალები SAY.GE-ზე
წყარო
ბათუმელები · batumelebi.ge
ავტორი: ნანა კვაჭაძე · გამოქვეყნდა 31.10.2026, 12:46. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა

