შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურზე გააუმჯობესა

Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურზე გააუმჯობესა. ეს განპირობებულია ეკონომიკური ზრდით, საერთაშორისო რეზერვებითა და ფისკალური სტაბილურობით.

Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურზე გააუმჯობესა
ფოტო: ლიბერალი

საერთაშორისო საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ცოტა ხნის წინ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურზე შეცვალა, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ასახავს. მიუხედავად პერსპექტივის ცვლილებისა, სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დარჩა.

Fitch-ის განცხადებით, პოზიტიური პერსპექტივის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორებს შორის დასახელდა საერთაშორისო რეზერვების სწრაფი დაგროვება, მიმდინარე ანგარიშის დაბალი დეფიციტი და ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპი. გარდა ამისა, საქართველოს რეიტინგის სიმტკიცეს ხელს უწყობს მთავრობის გონივრული ფისკალური პოლიტიკა, ზომიერი სახელმწიფო ვალი და საბანკო სისტემის სტაბილურობა.

სარეიტინგო კომპანია ხაზს უსვამს, რომ გეოპოლიტიკური რისკებისა და ენერგეტიკული ფასების ზრდის მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც უმეტესად განპირობებულია ინვესტიციების მოცულობის მატებითა და ექსპორტის მაღალი მაჩვენებლებით. Fitch-ის მონაცემებით, 2023-2025 წლებში ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8%-ს აჭარბებდა. სააგენტო მოელის, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპი მსგავსი რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს გადააჭარბებს.

Fitch Ratings ასევე დადებითად აფასებს საქართველოს ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს, აღნიშნავს რა მის გონივრულობასა და გამჭვირვალობას. ეს პოლიტიკა, სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, ხელს უწყობს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ მშპ-სთან მიმართებაში ბიუჯეტის დეფიციტი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ფისკალური წესით დაშვებული ზღვარი. ამასთან, სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებით კლებადი ტენდენციით ხასიათდება, ხოლო საგარეო ვალის დიდი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მიღებულ შეღავათიან სესხებზე მოდის.

Ლ
წყარო ლიბერალი · liberali.ge გამოქვეყნდა 31.10.2026, 08:20. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვაინტერპრესნიუსი · 10:20 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ