"სულელ ადამიანებს სურდათ, რუსეთისთვის სანქციები დამეწესებინა" - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ამერიკელ სტივენ ჰაბარდს შეხვდა, რომელიც უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის რუსეთში იყო გასამართლებული. 74 წლის ჰაბარდი 21 ოქტომბერს გაათავისუფლეს. "როგორ იქნებოდა ეს. მე ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს: "ბატონო პრეზიდენტო, სტივენ ჰაბარდის დაბრუნება მსურს. სხვათა…
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ამერიკელ სტივენ ჰაბარდს შეხვდა, რომელიც უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის რუსეთში იყო გასამართლებული.
74 წლის ჰაბარდი 21 ოქტომბერს გაათავისუფლეს.
"როგორ იქნებოდა ეს. მე ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს: "ბატონო პრეზიდენტო, სტივენ ჰაბარდის დაბრუნება მსურს. სხვათა შორის, ჩვენ სანქციებს ახლავე დაგიწესებთ“. წარმოგიდგენიათ ეს? სულელ ადამიანებს სურდათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დამეწესებინა“, - აღნიშნა ტრამპმა.
თავად ჰაბარდმა ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ "რუსები ამ სანქციებს დასცინიან“.
წყარო
ამბები · ambebi.ge
ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 31.10.2026, 12:29. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 2
დონალდ ტრამპის განცხადებით, „სულელ ადამიანებს“ სურდათ, რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინაპალიტრანიუსი · 00:00
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა

