ქობულეთში, ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ქობულეთის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეებს შორის ინციდენტი მოხდა. “აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა. რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჩვენთვის უცნობია. მომხდარის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ შესაბამის…
ქობულეთის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეებს შორის ინციდენტი მოხდა.
“აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა. რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჩვენთვის უცნობია.
მომხდარის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ შესაბამის უწყებებს მიმართა. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები. მასწავლებლები და მოსწავლეები გამოიკითხნენ.
ინციდენტს ადასტურებს ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძეც.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
SAY.GE · ქობულეთი (ადგილი) — დეტალები SAY.GE-ზე
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
ქობულეთის სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელი ბასრი საგნით დაჭრა – გამოძიება დაიწყოლიბერალი · 15:10
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 
