აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ალი ასადოვის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორი...
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ალი ასადოვის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გააცილა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა, სადაც ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. ალი ასადოვმა, ასევე, თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.


