პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ პოლიტიკურ პოლიგონად და ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის გამოიყენონ

„ჩვენ არა სამართლებრივი პაექრობის მომსწრენი ვართ, არამედ ეს არის პოლიტიკური ელემენტების, პოლიტიკური შოუს წარმართვის მცდელობა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ...

ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ პოლიტიკურ პოლიგონად და ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის გამოიყენონ
ფოტო: ინფო 9
ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ პოლიტიკურ პოლიგონად და ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის გამოიყენონ

„ჩვენ არა სამართლებრივი პაექრობის მომსწრენი ვართ, არამედ ეს არის პოლიტიკური ელემენტების, პოლიტიკური შოუს წარმართვის მცდელობა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ პოლიტიკურ პოლიგონად და ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის გამოიყენონ“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის გამოსვლებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მოპასუხე მხარე დაკავებულია არა არგუმენტების შეჭიდებით, არამედ შოუს დადგმით.

„ძალიან საინტერესო და ისტორიული პროცესის მომსწრენი ვართ. ესეც არის დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროცესი. ვგულისხმობ იმას, რომ სასამართლოს ფილტრი გაიაროს და კონსტიტუციურობასთან თანხვედრაში დაიტესტოს ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის და ამ შემთხვევაში მოპასუხეთა ქცევა, რამდენად რელევანტური არის, რომელიც დარწმუნებული ვარ მომდევნო თაობებისთვის და მათ შორის პოლიტიკური ისტორიისთვისაც მნიშვნელოვანი გზამკვლევი იქნება.

არ შეიძლება, რომ პოლიტიკური პარტია იქმნებოდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური მანტიის საფარქვეშ აკეთოს ის, რაც მოესურვება, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვიდეს და იმის გამო, რომ ის არის რეგისტრირებული რეესტრში, როგორც პოლიტიკური პარტია ეს იყოს ინდულგენცია“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა. 

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 20:03. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ