პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ახალი, სკანდალური დეტალები თომას მარკლის საქმეში - მის საწყობში კიდევ უფრო მეტი საბავშვო პორნოგრაფიული მასალა და აკრძალული მასალები იპოვეს

ახალი, სკანდალური დეტალები თომას მარკლის საქმეში - მის საწყობში კიდევ უფრო მეტი საბავშვო პორნოგრაფიული მასალა და აკრძალული მასალები იპოვეს
ფოტო: ამბები

სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლის მამასთან, თომას მარკლთან დაკავშირებით ახალი სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი. მექსიკაში, მის მიერ ნაქირავებ მიტოვებულ საცავში, სავარაუდოდ, საბავშვო პორნოგრაფიის შემცველი მასალები აღმოაჩინეს, რის შესახებაც ინფორმაცია აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) უკვე გადაეცა.

Daily Mail-ის ჟურნალისტები მექსიკაში, როსარიტო ბიჩის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც თომას მარკლის მიერ მიტოვებული საცავი ყუთი იპოვეს. გამოცემის ცნობით, საცავში ოჯახურ ნივთებთან, ფოტოებსა და წერილებთან ერთად, აზიაში გამოცემული ჟურნალები აღმოაჩინეს, რომლებიც საბავშვო პორნოგრაფიას შეიცავდა.

აღმოჩენილ ნივთებს შორის იყო პედოფილიის შესახებ დაწერილი წიგნები და ჟურნალები, სადაც ბავშვზე სექსუალური ძალადობის კადრებია ასახული, ასევე შიშველი აზიელი ქალების ფოტოები. Daily Mail-ის ცნობით, ფოტოებზე გამოსახული ზოგიერთი ქალი საეჭვოდ ახალგაზრდად გამოიყურებოდა.

გარდა ამისა, საცავში იპოვეს 35-მილიმეტრიანი ნეგატივები, რომლებზეც პლაჟზე მყოფი ბავშვებია აღბეჭდილი, ასევე კადრები, სადაც ქალი დაბმული სახითაა გადაღებული.

აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ერთი კვირით ადრე ცნობილი გახდა, რომ თომას მარკლის წინააღმდეგ საბავშვო პორნოგრაფიის ფოტოების ფლობის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობდა.

ყოფილი დამდგმელი ოპერატორი თომას მარკლი მის წინააღმდეგ წამოყენებულ ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

წყარო

იხილეთ ასევე:

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 30.10.2026, 20:38. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ