პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

სასიკვდილო ინიექციებს გადარჩენილი პატიმარი პირველ საჯარო მიმართვას ავრცელებს - რას გრძნობდა კრისტა პაიკი და როგორია მისი მდგომარეობა დღეს?

ამერიკელმა სიკვდილმისჯილმა პატიმარმა, კრისტა პაიკმა, სექტემბერში ჩაშლილი სიკვდილით დასჯის პროცედურის შემდეგ პირველი საჯარო განცხადება გაავრცელა. 50 წლის ქალმა, რომელმაც პენტობარბიტალის ორი სასიკვდილო ინიექცია გადაიტანა, აღნიშნა, რომ ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას დღემდე განიცდის. “მტკივა სხეული, ხელები…

სასიკვდილო ინიექციებს გადარჩენილი პატიმარი პირველ საჯარო მიმართვას ავრცელებს - რას გრძნობდა კრისტა პაიკი და როგორია მისი მდგომარეობა დღეს?
ფოტო: ამბები

ამერიკელმა სიკვდილმისჯილმა პატიმარმა, კრისტა პაიკმა, სექტემბერში ჩაშლილი სიკვდილით დასჯის პროცედურის შემდეგ პირველი საჯარო განცხადება გაავრცელა. 50 წლის ქალმა, რომელმაც პენტობარბიტალის ორი სასიკვდილო ინიექცია გადაიტანა, აღნიშნა, რომ ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას დღემდე განიცდის.

  • “მტკივა სხეული, ხელები, ყელი...“

პატიმრის იურიდიულმა გუნდმა მის მიერ გავრცელებული განცხადება სოციალურ ქსელში პარასკევს გამოაქვეყნა.

“იმ ღამის შემდეგ არ ყოფილა მომენტი, ტკივილი რომ არ მეგრძნო. მტკივა სხეული, მკლავები, ხელები და ყელი. ლაპარაკი დღემდე მიჭირს. ეს ტკივილი მხოლოდ ფიზიკური არ არის - მტკივა გონება და სულიც“.

მანვე დასძინა, რომ ნელ-ნელა გამოჯანმრთელების პროცესშია: “ვიცი, რომ ვძლიერდები, თუმცა გამოჯანმრთელება იმას არ ნიშნავს, რომ კარგად ვარ“.

კრისტა პაიკი გასული თვის ბოლოს გაწერეს საავადმყოფოდან, სადაც იგი პენტობარბიტალის ორი ინიექციის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი მიჩნეულია ერთადერთ ადამიანად, რომელმაც სასიკვდილო ინიექციით სიკვდილით დასჯის მცდელობას გაუძლო და გადარჩა.

მისი ადვოკატების განცხადებით, ჩაშლილი პროცედურის შემდეგ პაიკს პნევმონია განუვითარდა, მკლავებზე ძლიერი შეშუპება ჰქონდა და ყლაპვის უნარიც დაკარგული ჰქონდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ იგი იმ ციხეში დააბრუნეს, სადაც ბოლო 30 წელია სასჯელს იხდის.

კრისტა პაიკი 18 წლის იყო, როდესაც 1995 წელს თავის იმჟამინდელ შეყვარებულთან, თადარიელ შიპთან ერთად 19 წლის კოლენ სლემერი სცემა, აწამა და მოკლა. ახალგაზრდებმა მსხვერპლი დაბალი შემოსავლის მქონე ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ პროფესიულ ბანაკში გაიცნეს.

მისი თანამზრახველი, თადარიელ შიპი, სიკვდილით დასჯას გადაურჩა, ვინაიდან დანაშაულის ჩადენის მომენტში იგი სრულწლოვანი არ იყო. იგი დღემდე ციხეში რჩება.

წყარო

იხილეთ ასევე:

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 30.10.2026, 18:07. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ