პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ნიკოლოზ სამხარაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საჯარო ლექცია ჩაატარა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას სპეციალური სტუმრი

ნიკოლოზ სამხარაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საჯარო ლექცია ჩაატარა
ფოტო: ფრონტნიუსი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვია და აკადემიის სამაგისტრო პროგრამის მსმენელებს და პროფესორებს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე ესაუბრა.ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები წარმოადგინა და საპარლამენტო დიპლომატიის თავისებურებებზე ისაუბრა.საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, არაღიარების პოლიტიკაზე, ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობებზე.საჯარო ლექციას ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაური, გენერალი მამია ბალახაძე, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 30.10.2026, 19:26. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ