პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ახალგაზრდული ინკლუზიური ბანაკი ბათუმში - რეგისტრაცია დაიწყო - Batumelebi

ანონსი • შშმ პირთა უფლებები • შშმ ქალთა ალიანსი •

ახალგაზრდული ინკლუზიური ბანაკი ბათუმში - რეგისტრაცია დაიწყო - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსი“ ბათუმში ახალგაზრდულ, ინკლუზიურ ბანაკს გამართავს და მონაწილეობის მსურველებს მოუწოდებს, ბანაკს შეუერთდნენ.

„გიყვარს წიგნები, მუსიკა, ფილმები და სამაგიდო თამაშები? გინდა ახალი მეგობრების შეძენა და საინტერესო აქტივობებში მონაწილეობა? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!“ – აცხადებს ორგანიზაცია.

ახალგაზრდულ ინკლუზიურ ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან აჭარასა და გურიაში.

კონკურსის საფუძველზე შეირჩევა ბანაკის 15 მონაწილე, რომლებიც 5 დღეს გაატარებენ ბანაკში, განსხვავებულ და ინკლუზიურ გარემოში.

„არაფორმალური განათლება, საინტერესო აქტივობები, ახალი გამოცდილება და მეგობრული გარემო — ეს ყველაფერი ერთ სივრცეში გელოდება! გაიცანი ახალი ადამიანები, გაუზიარე სხვებს შენი ინტერესები და გაატარე ხუთი დღე განსხვავებულ და ინკლუზიურ გარემოში“ – წერს შშმ ქალთა ალიანსი.

ბანაკი ბათუმში გაიმართება 8-12 ნოემბერს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 ნოემბერი.

რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს – რეგისტრაციის ფორმა.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროექტის – „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში.

______________

ილუსტრაცია შექმნილია AI-ის გამოყენებით.

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge ავტორი: ნანა კვაჭაძე · გამოქვეყნდა 30.10.2026, 16:43. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ