პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თსსუ-ისა და ალტეს პარტნიორობით პირველი საერთაშორისო კონფერენცია AIMCare 2026 გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ალტე უნივერსიტეტის პარტნიორობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული

„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თსსუ-ისა და ალტეს პარტნიორობით პირველი საერთაშორისო კონფერენცია AIMCare 2026 გაიმართა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

30.10.2026 / 18:05

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ალტე უნივერსიტეტის პარტნიორობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 29–30 ოქტომბერს, თბილისში, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) გაიმართა.

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმმა ათი ქვეყნის წარმომადგენლები გააერთიანა და შექმნა ინტერდისციპლინური სივრცე მედიცინის, მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ურთიერთკავშირის, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და მისი პასუხისმგებლიანი გამოყენების საკითხებზე მსჯელობისთვის.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მედიცინის, ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები, მკვლევრები, კლინიცისტები, ინჟინრები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და დარგის ექსპერტები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო მომხსენებლები - საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ირლანდიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და იორდანიიდან.

კონფერეციას დაესწრნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და სხვა ოფიციალური პირები.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 18:05. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ალტე უნივერსიტეტის პარტნიორობით,თბილისში, Hilton Garden Inn-ში, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) გაიმართაპალიტრანიუსი · 00:00 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ