პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

Meta-მ AI-ზე დაფუძნებული მოდის აპლიკაცია Style Sketch გამოუშვა | Marketer

Meta-მ ახალი აპლიკაცია Style Sketch წარადგინა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მომხმარებლებს გარდერობის ორგანიზებასა და სამოსის ახალი კომბინაციების

Meta-მ AI-ზე დაფუძნებული მოდის აპლიკაცია Style Sketch გამოუშვა | Marketer
ფოტო: მარკეტერი

Meta-მ ახალი აპლიკაცია Style Sketch წარადგინა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მომხმარებლებს გარდერობის ორგანიზებასა და სამოსის ახალი კომბინაციების შერჩევაში ეხმარება. აპლიკაციის მთავარი იდეა უკვე არსებული ტანსაცმლისგან განსხვავებული ლუქების შექმნაა – მომხმარებელს ახალი ნივთების შეძენა არ სჭირდება.

Style Sketch მომხმარებლის Instagram-ის ანგარიშს უკავშირდება და მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვირტუალურ გარდერობს ქმნის. ტანსაცმლის დამატება ხელითაც არის შესაძლებელი: ფოტოს გადაღებით, მოკლე ვიდეოს ჩაწერით ან გალერეიდან სურათების ატვირთვით. ამის შემდეგ AI მომხმარებლის სტილისა და გარდერობში არსებული ნივთების მიხედვით სამოსის სხვადასხვა კომბინაციას სთავაზობს. შესაძლებელია შერჩეული ლუქის ვირტუალურად მორგებაც, აპლიკაცია იყენებს მოდელს, რომელიც მომხმარებლის სხეულის ფორმასა და კანის ტონს შეესაბამება.

Style Sketch მხოლოდ ყოველდღიური ჩაცმულობის შერჩევით არ შემოიფარგლება. მომხმარებელს შეუძლია გარდერობიდან კონკრეტული ნივთი აირჩიოს და მის გარშემო ახალი კომბინაციების შექმნა მოითხოვოს.

მას მოგზაურობისთვის სამოსის დაგეგმვაც შეუძლია. ამისთვის მომხმარებელი უთითებს დანიშნულების ადგილს, მოგზაურობის ხანგრძლივობასა და დაგეგმილ აქტივობებს. ხელოვნური ინტელექტი ამ მონაცემებზე დაყრდნობით ყოველდღიურ ლუქებს ადგენს და ამინდის პროგნოზსაც ითვალისწინებს.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ციფრული გარდერობის შექმნა და სამოსის ვიზუალიზაცია ახალი მიმართულება არ არის. მსგავსი შესაძლებლობები უკვე აქვთ სხვადასხვა აპლიკაციასა და სტარტაპს, მათ შორის Alta-ს. ტანსაცმლის ფოტოებიდან ციფრული გარდერობის შექმნის ინსტრუმენტებს Google Photos-იც სთავაზობს მომხმარებლებს.

ამ ეტაპზე Style Sketch ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე, თუმცა მხოლოდ აზიის რამდენიმე ქვეყანაში. უცნობია, გეგმავს თუ არა Meta აპლიკაციის სხვა ბაზრებზე გავრცელებას.

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: mariami · გამოქვეყნდა 30.10.2026, 18:25. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ