გარდაცვლილი თემურ ხადურის დედა - ველოდები უმოკლეს დროში შედეგს - ვითხოვ პასუხისგებაში მიცემას ყველა იმ პირის, ვინც უშუალოდ კავშირშია ამ საქმესთან
გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის დედამ ნინო გვიშიანმა პროკურორებთან შეხვედრა გამართა.
30.10.2026 / 17:20
გარდაცვლილი თემურ ხადურის დედა - ველოდები უმოკლეს დროში შედეგს - ვითხოვ პასუხისგებაში მიცემას ყველა იმ პირის, ვინც უშუალოდ კავშირშია ამ საქმესთან
გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის დედამ ნინო გვიშიანმა პროკურორებთან შეხვედრა გამართა.
როგორც ნინო გვიშიანმა პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, სიახლე ჯერჯერობით არაფერია.
„შევხვდი ქალბატონ თამარ ბეჟუაშვილს და ბატონ გიორგი მუჯირს. სიახლე ჯერჯერობით არაფერია, გარდა იმისა, რომ ისევ დრო მთხოვეს.
ჩემთვის, სამართალი დადგება მაშინ, როცა დავინახავ, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა. ერთს ვიტყვი, საქმე გამოძიებულია და ვითხოვ პროკურატურის რეაგირებას.
დრო მთხოვეს და კიდევ ვამბობ, ამ დროის გასვლის შემდეგ მე რასაც მოვიმოქმედებ, კიდევ არ ვიცი და მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ჩემი შემდეგი მდგომარეობისას პროკურატურას. ველოდები უმოკლეს დროში შედეგს. არც მჯერა, მაგრამ ველოდები, რომ აღსრულდება სამართალი. ვითხოვ პასუხისგებაში მიცემას ყველა იმ პირის, ვინც უშუალოდ კავშირშია ამ საქმესთან. არაფერი აქ არ არის სხვა გამოსაძიებელი, არის მისაღები გადაწყვეტილება პროკურატურისგან.
ნუ მიმიყვანენ იმ ზომამდე გამწარებულ დედას, რომელსაც დასაკარგი აღარაფერი მაქვს, მე თვითონ გამოვუტანო ამ პიროვნებებს განაჩენი“, - განაცხადა გვიშიანმა.
ცნობისთვის, გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსანი თემურ ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს მას შემდეგ გაუჩინარდა, პოლიციის ავტომობილს ქვები დაუშინა და სამართალდამცველები დაედევნნენ. სამდღიანი ძებნის შემდეგ, 28 აგვისტოს, მისი ცხედარი მწყემსმა თერჯოლის სოფელ სიმონეთთან, მდინარეში იპოვა. რამდენიმე კვირის წინ დედის პროტესტის შედეგად სპეციალური საგამოძიებო საბჭო შეიქმნა.

