პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ბერდია სიჭინავა - გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ და ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს ვადევნებთ ახლა თვალს - გადაწყვეტილება მიიღება არა საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ „ოცნების“ პარტიულ ოფისში

გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ და ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს ვადევნებთ ახლა თვალს. გადაწყვეტილება მიიღება

ბერდია სიჭინავა - გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ და ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს ვადევნებთ ახლა თვალს - გადაწყვეტილება მიიღება არა საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ „ოცნების“ პარტიულ ოფისში
ფოტო: ინტერპრესნიუსი

30.10.2026 / 18:23

ბერდია სიჭინავა - გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ და ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს ვადევნებთ ახლა თვალს - გადაწყვეტილება მიიღება არა საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ „ოცნების“ პარტიულ ოფისში

გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ და ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს ვადევნებთ ახლა თვალს. გადაწყვეტილება მიიღება არა საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ „ოცნების“ პარტიულ ოფისში, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ბერდია სიჭინავას შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს ფორსირებულ რეჟიმში განიხილავს.

„ფაქტობრივად ფორსირებულ რეჟიმში განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის საკითხს. არანაირი რაციონალი არ დგას იმის უკან, რატომ ნიშნავს ასეთი ინტენსივობით ამ სხდომებს. შემდეგი კვირაც მხოლოდ იმიტომ გამოტოვეს, რომ ზეიმი აქვთ, კონფერენცია თუ რაღაც.

მე პირადად არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და დემოკრატიასა და განსხვავებულ აზრს გადაარჩენს ამ ქვეყანაში. თქვენ ხედავდით, რა განცხადებები აკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, რომელმაც აგენტურად მოიხსენია პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 18:23. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ