საქსტატი: 2026 წლის ცხრა თვეში საქართველოში 8 632 სამშენებლო ნებართვა გაიცა
ფოტო: studioforma.ca სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 8 632 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.4%-ით მეტია. საქსტატის მონაცემებით, ნებართვები ჯამში 8.65 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის…
კითხვის სავარაუდო დრო 1 წუთი
ფოტო: studioforma.ca
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 8 632 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.4%-ით მეტია. საქსტატის მონაცემებით, ნებართვები ჯამში 8.65 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს, რაც წლიურად 2%-იანი ზრდაა.
მშენებლობის ნებართვების ყველაზე დიდი წილი დედაქალაქზე მოდის. საანგარიშო პერიოდში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების 48.1% თბილისში განხორციელდება. რეგიონებს შორის შემდეგ პოზიციებს ქვემო ქართლი (8.9%), კახეთი (8.2%) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (7.8%) იკავებენ.
ამასთან, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში ექსპლუატაციაში 2 307 ობიექტი მიიღეს, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9%-ით ნაკლებია. მიუხედავად ობიექტების რაოდენობის შემცირებისა, ექსპლუატაციაში მიღებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი 2.8%-ით გაიზარდა და 2.54 მილიონ კვადრატულ მეტრს მიაღწია.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ყველაზე დიდი წილი თბილისზე მოდიოდა – 32.5%. რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მცხეთა-მთიანეთში (13.9%), კახეთსა (12.2%) და ქვემო ქართლში (8.6%) დაფიქსირდა.


