პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ბერდია სიჭინავა - საერთაშორისო პარტნიორები თავად წყვეტენ, ვინ დაასანქცირონ და ვინ არა, არ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენ კონკრეტულად ვიღაცის სანქცირება მოვითხოვეთ

როცა მოსარჩელე მხარე გამიჯვნაზე საუბრობს, სად იწყება გამიჯვნის ელემენტი? - გამიჯვნა 2025 წლიდან მუშაობს თუ 2025 წლამდეც მუშაობდა?!

ბერდია სიჭინავა - საერთაშორისო პარტნიორები თავად წყვეტენ, ვინ დაასანქცირონ და ვინ არა, არ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენ კონკრეტულად ვიღაცის სანქცირება მოვითხოვეთ
ფოტო: ინტერპრესნიუსი

30.10.2026 / 17:28

ბერდია სიჭინავა - საერთაშორისო პარტნიორები თავად წყვეტენ, ვინ დაასანქცირონ და ვინ არა, არ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენ კონკრეტულად ვიღაცის სანქცირება მოვითხოვეთ

როცა მოსარჩელე მხარე გამიჯვნაზე საუბრობს, სად იწყება გამიჯვნის ელემენტი? - გამიჯვნა 2025 წლიდან მუშაობს თუ 2025 წლამდეც მუშაობდა?! გამიჯვნა მუშაობს ბიძინა ივანიშვილისთვის და პოლიტიკური გუნდისთვის გიორგი გახარიას ქმედებებთან მიმართებით ჩორჩანას ეპიზოდზე თუ არ მუშაობს და აქაც ორმაგი სტანდარტი არსებობს? - თუ ვინმე ვინმეს უნდა გაემიჯნოს, ჩვენ არავისგან გამიჯვნის მტკიცებულების ვალდებულება არა გვაქვს! - ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ, “ქართული ოცნების“ დეპუტატების საკონსტიტუციო სარჩელის პასუხად გააკეთა.

სიჭინავამ აქვე აღნიშნა, რომ მის პარტიას დამოუკიდებელი პოლიტიკური გზა აქვს, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და არ აპირებს მტკიცებას, არის თუ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კოალიციაში.

სიჭინავამ დღეს განაცხადა ისიც რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს სახელმწიფოს უტოლებს, სახელმწიფოს ზურგს ეფარება და კონკრეტული პირის დასანქცირებას სახელმწიფოს სანქცირებად წარმოაჩენს.

„საერთაშორისო პარტნიორები თავად წყვეტენ, ვინ დაასანქცირონ და ვინ არ დაასანქცირონ, ვინ არის დემოკრატიულ წესრიგთან წინააღმდეგობაში და ვინ არ არის! არასდროს არ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენ კონკრეტულად ვიღაცის სანქცირება მოვითხოვეთ. ეს ადამიანები სახელმწიფოს ზურგს ეფარებიან და იმის შესახებ საუბრობენ, რომ თითქოს ადამიანების სანქცირება, მათ შორის სანქცირება „მაგნიტსკის სიით“ თურმე სახელმწიფოს სანქცირებაა. საკუთარ პასუხისმგებლობაზე კი არ საუბრობენ, ეფარებიან სახელმწიფოს და ამბობენ, რომ თითქოს ეს სახელმწიფოსთვის რაღაცას გამოიწვევს“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოში.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 17:28. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ