პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ნიკოლოზ სამხარაძე პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით IPP-ის წევრების მოთხოვნაზე: პაატა ბურჭულაძემ გამოიყენა თავისი კონტაქტები და ავსტრიელ ევროპარლამენტარებს გააკეთებინა ეს განცხადება, სწორედ ამას ნიშნავს პოლიტიკური კორუფცია

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა „ევროპის სახალხო პარტიის“ 5 წევრის მოთხოვნას პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებასთან დაკავშირე...

ნიკოლოზ სამხარაძე პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით IPP-ის წევრების მოთხოვნაზე: პაატა ბურჭულაძემ გამოიყენა თავისი კონტაქტები და ავსტრიელ ევროპარლამენტარებს გააკეთებინა ეს განცხადება, სწორედ ამას ნიშნავს პოლიტიკური კორუფცია
ფოტო: ინფო 9

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა „ევროპის სახალხო პარტიის“ 5 წევრის მოთხოვნას პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს ცალსახად უნდა შეფასდეს როგორც საქართველოს კანონის უზენაესობაზე შეტევა.

„ჩნდება პოლიტიკური კორუფციის ნიშნები. კორუფცია მხოლოდ ფულის აღებას არ ნიშნავს, კორუფცია ნიშნავს იმას, რომ შენს მანდატს ბოროტად იყენებ, იმისთვის, რომ პირადი გამორჩენა ნახო.

პაატა ბურჭულაძემ გამოიყენა თავისი კონტაქტები და ავსტრიელ ევროპარლამენტარებს გააკეთებინა ეს განცხადება. სწორედ ამას ნიშნავს პოლიტიკური კორუფცია და ძალიან სავალალო შედეგებამდე შეიძლება ეს ყველაფერი მივიდეს. ეს ცალსახად უნდა შეფასდეს როგორც საქართველოს კანონის უზენაესობაზე შეტევა“, - აღნიშნა სამხარაძემ.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 17:46. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ