პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

როგორ იქმნება საიდუმლოდ, ბრიტანული ნაწილებით, რუსეთის ახალი რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონები - "სხვა ნაწილები აშშ-ში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ჩინეთშია წარმოებული"

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმებისთვის გამოყენებულ ახალ რეაქტიულ დრონებში ბრიტანული კომპანიის, Raspberry Pi-ს მიერ წარმოებული კომპონენტები აღმოაჩინეს. საუბარია ფრენის მართვის მიკრო კომპიუტერებზე, რომლებიც ჩამოგდებული დრონების ნარჩენების შესწავლისას იპოვეს. დრონების…

როგორ იქმნება საიდუმლოდ, ბრიტანული ნაწილებით, რუსეთის ახალი რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონები - "სხვა ნაწილები აშშ-ში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ჩინეთშია წარმოებული"
ფოტო: ამბები

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმებისთვის გამოყენებულ ახალ რეაქტიულ დრონებში ბრიტანული კომპანიის, Raspberry Pi-ს მიერ წარმოებული კომპონენტები აღმოაჩინეს.

საუბარია ფრენის მართვის მიკრო კომპიუტერებზე, რომლებიც ჩამოგდებული დრონების ნარჩენების შესწავლისას იპოვეს.

დრონების სხვა ნაწილები აშშ-ში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ჩინეთშიც არის წარმოებული. არსებული ცნობებით, კომპონენტები მესამე მხარის კომპანიებს მიეწოდება, საიდანაც ისინი სანქცირებულ რუსულ ბიზნესებში ხვდება და რუსეთის სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება.

The Sun-ის ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ, გასცნობოდნენ რუსეთის მიერ გამოყენებულ რამდენიმე ტიპის იარაღს, მათ შორის Geran-4-სა და Geran-5-ს, ასევე ზვიგენის ფორმის Filin-ის ქობინებს. გამოცემის ცნობით, Geran-5-ს საათში 375 მილის სიჩქარის განვითარება შეუძლია, რაც მას უკრაინული დრონების ნაწილზე სწრაფს ხდის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-სა და ევროპას მოუწოდა, გაამკაცრონ სანქციები, რათა რუსეთმა დრონებისთვის საჭირო ტექნოლოგიებისა და კომპონენტების მიღება ვეღარ შეძლოს.

ბრიტანული კომპანიის პროდუქციის რუსულ დრონებში აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც უკრაინაში რუსეთის მორიგ თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა. გამოცემის ცნობით, დნიპროს რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, ამდენივე კი დაშავდა. კიდევ ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი 15 წლის გოგონა, პოლტავასა და ჩერნიგოვში დაიღუპა.

Raspberry Pi-ში განაცხადეს, რომ კომპანია გმობს ამ უკანონო ვაჭრობას. მათივე განმარტებით, ის ყველა შესაძლო ზომას იღებს მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

წყარო

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 30.10.2026, 13:03. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ