ანა ბუჩუკური - მე-8 დღეა მიმდინარეობს საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა და ვერც ჩვენ და, სხვათა შორის, ვერც „ოცნების“ ამომრჩეველმა ვერ გაიგო, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ - პროპაგანდა „ჩვენ ვაუქმებთ ბოიკოტისტებს“, საპნის ბუშტივით გასკდა
მე-8 დღეა მიმდინარეობს სარჩელის განხილვა და ვერც ჩვენ და, სხვათა შორის, ვერც „ოცნების“ ამომრჩეველმა ვერ გაიგო, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ,
მე-8 დღეა მიმდინარეობს სარჩელის განხილვა და ვერც ჩვენ და, სხვათა შორის, ვერც „ოცნების“ ამომრჩეველმა ვერ გაიგო, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ, - ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს.
მისი განმარტებით, წარდგენილ დოკუმენტში სამართლებრივი ბრალის ამოკითხვა შეუძლებელია, ხოლო მმართველი გუნდის „მესიჯები“, თითქოს „ბოიკოტისტ პარტიებს“ აუქმებენ, მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია, რადგან „მისი პოლიტიკური გუნდი მანდატებით სარგებლობს და ყველა არჩევნებში მონაწილეობს”.
როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ევროპელი პარტნიორების შეფასებითაც, ხელისუფლება რეალურად არა „მონსტრს“, არამედ ქვეყანაში განსხვავებულ აზრს ებრძვის
„ე.წ. სარჩელში სამართლებრივი ბრალი შეუძლებელია ამოვიკითხოთ. ეს არის სასამართლო და უნდა განიხილებოდეს ვიღაცის სამართლებრივი ბრალეულობა. სხვა პარტიებზე ვერ ვისაუბრებ, ვისაუბრებ იმ პარტიაზე, რომელსაც მე წარმოვადგენ. მე-8 დღეა, მიმდინარეობს სარჩელის განხილვა და ვერც ჩვენ და, სხვათა შორის, ვერც „ოცნების“ ამომრჩეველმა ვერ გაიგო, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ.
უჭირს პროპაგანდას იმის ახსნა, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, მანდატებით სარგებლობს და აბსოლუტურად ყველა არჩევნებში იღებს მონაწილეობას [რატომ უნდა აიკრძალოს]. ეს ხომ პროპაგანდაა, აქვთ თითქოს ასეთი "მესიჯი": „ჩვენ ვაუქმებთ ბოიკოტისტებს“... ყოველ შემთხვევაში, ასე შეფუთეს.
სარჩელში ეს პროპაგანდა საპნის ბუშტივით გასკდა.
ეს თქვეს, პრინციპში, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც. ისინიც უსვამენ ხაზს, რომ როდესაც გამოდიხარ და პროპაგანდირებ, თითქოს კონკრეტულ მონსტრს ებრძვი, სინამდვილეში ებრძვი განსხვავებულ აზრს. ეს დასტურდება ამ სარჩელში ჩვენი პარტიის დამატებითაც.
ის პროპაგანდისტური ნაწილი, რომელიც ამ სარჩელშია ჩვენთან მიმართებით თავმოყრილი, არის უბრალოდ ტყუილი“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა
SAY.GE · ბუჩუკური (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


