პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

რუსეთში დრონის თავდასხმის შედეგად ნავთობის ქარხანა იწვის - Batumelebi

რუსეთ-უკრაინის ომი •

რუსეთში დრონის თავდასხმის შედეგად ნავთობის ქარხანა იწვის - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

რუსეთში, სამარის ოლქში, ნოვოკუიბიშევსკში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგ იწვის.

ტელეგრამ-არხები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომს აშუქებენ, Astra და Exilenova+, წერენ, რომ 30 ნოემბრის დილით, ნოვოკუიბიშევსკის მაცხოვრებლებმა აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის განგაშის შესახებ შეიტყვეს.

რეგიონში დრონების საფრთხეზე განგაში ოფიციალურად დილის 6:00 საათზე გამოცხადდა, ამ დროისთვის თავდასხმა უკვე მიმდინარეობდა. დაიხურა ქალაქის აეროპორტი.

უკრაინული მედიის ცნობით, ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 20-ზე მეტი სახეობის ნავთობპროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ევრო-5 სტანდარტის საავტომობილო ბენზინს და დიზელის საწვავს, საავიაციო საწვავს (რუსეთის საჰაერო ძალებისთვის) და ა.შ.

ფოტო: Exilenova+/telegram

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge ავტორი: ნანა კვაჭაძე · გამოქვეყნდა 30.10.2026, 11:36. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ