პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

რუსეთში, ნოვოკუიბიშევსკში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთში, სამარის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში, დრონებით თავდასხმის შემდეგ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. მანამდე ოლქში

რუსეთში, ნოვოკუიბიშევსკში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

30.10.2026 / 09:31

რუსეთში, ნოვოკუიბიშევსკში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთში, სამარის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში, დრონებით თავდასხმის შემდეგ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

მანამდე ოლქში დრონებით თავდასხმის საფრთხის შესახებ განგაში გამოცხადდა და აეროპორტი დახურა.

ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სს „როსნეფტის“ ნავთობკომპანიის ჯგუფის ნაწილია 2007 წლიდან. მისი წარმოების სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8.8 მილიონი ტონა ნავთობია.

ქარხანა 20-30-ზე მეტი სახეობის ნავთობპროდუქტს აწარმოებს, მათ შორის “ევრო-5” კლასის საავტომობილო ბენზინს და დიზელის საწვავს, რეაქტიულ საწვავს რუსეთის საჰაერო ძალებისთვის, ბიტუმს და ნავთობკოქსს.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 09:31. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ