ორშაბათი, 9 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ბათუმში დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი - Batumelebi

შსს •

ბათუმში დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.

ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.

„დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა.

მას ბრალი წარდგენილი აქვს თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით, მათ შორის: კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა, ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება, მძიმე კატეგორიის ქურდობა და ნდობის ბოროტად გამოყენება“ – წერს შსს და დასძენს, რომ ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge გამოქვეყნდა 09.11.2026, 11:53. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავესფრონტნიუსი · 10:59 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ