ორშაბათი, 9 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლების ოფიციალური მიღება გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს საზოგადოების

საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლების ოფიციალური მიღება გაიმართა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

09.11.2026 / 12:37

საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლების ოფიციალური მიღება გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლების ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე და საქართველოს მზაობაზე, ხელი შეუწყოს ჩინური ბიზნესის საქმიანობასა და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას.

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობასა და ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე.

საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდა ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT) თავმჯდომარე ჟენ ხუნგპინი.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას ჩინელ პარტნიორებთან, რაც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების გაძლიერებას, სავაჭრო შესაძლებლობების განვითარებასა და ერთობლივი საინვესტიციო ინიციატივების ხელშეწყობას.

ოფიციალურ მიღებას საქართველოსა და ჩინეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 09.11.2026, 12:37. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ