ორშაბათი, 9 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი ფავლენიშვილი - როგორც ნარკომანია არის ქართული გენოფონდის გამანადგურებელი დღეს, ისევეა აზარტული თამაშებიც

"ოცნება" ფულს შოულობს ქართველი ხალხის გაუბედურების ხარჯზე, კიდევ უფრო ამარტივებენ და კიდევ უფრო უწყობენ ხელს აზარტული თამაშების პოპულარიზაციას, - ამის შესახებ "

ირაკლი ფავლენიშვილი - როგორც ნარკომანია არის ქართული გენოფონდის გამანადგურებელი დღეს, ისევეა აზარტული თამაშებიც
ფოტო: ფრონტნიუსი

"ოცნება" ფულს შოულობს ქართველი ხალხის გაუბედურების ხარჯზე, კიდევ უფრო ამარტივებენ და კიდევ უფრო უწყობენ ხელს აზარტული თამაშების პოპულარიზაციას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ამ საკითხზე საპატრიარქოს პოზიცია აბსოლუტურად ლოგიკური და ბუნებრივია."ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ მონაკოს მოდელი იმიტომ, რომ "ოცნება" არის აბსოლუტურად ანტიქართული მოდელი, იმის მაგივრად, რომ გარკვეულ შეზღუდვებს აწესებდე, როცა შენი ოთხასი ათასი მოქალაქე არის ლუდომანი და მილიონამდე ადამიანი თამაშობს, როცა ხალხი აზარტული თამაშებით არის დაკავებული, "ოცნება" ამ დროს ფულს შოულობს ქართველი ხალხის გაუბედურების ხარჯზე, კიდევ უფრო ამარტივებენ და კიდევ უფრო უწყობენ ხელს აზარტული თამაშების პოპულარიზაციას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბიზნესს კი არ ვკრძალავდით, არამედ საქართველოს მოქალაქეებს ვიცავდით აზარტული თამაშებისგან იმიტომ, რომ როგორც ნარკომანია არის ქართული გენოფონდის გამანადგურებელი დღეს, ისევეა აზარტული თამაშებიც, ამიტომ, საპატრიარქოს პოზიცია გახლავთ აბსოლუტურად ლოგიკური და ბუნებრივი“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 09.11.2026, 12:38. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ