ორშაბათი, 9 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ფოტო: პრაიმტაიმი

კომპოზიტორი და მომღერალი, ნუნუ დუღაშვილი მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 8 ნოემბერს დაკრძალეს. ცნობილი კომპოზიტორის სამოქალაქო პანაშვიდი მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში გაიმართა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ, ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

„კიდევ ერთი ძვირფასი შემოქმედი გამოაკლდა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებას. დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით ყველასათვის საყვარელ კომპოზიტორსა და მუსიკოსს, შესანიშნავ პიროვნებას, ქალბატონ ნუნუ დუღაშვილს.

სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით, დაუშრეტელი ენერგიითა და ნიჭით, სიცოცხლის ხალისით გამორჩეულმა ქალბატონმა მელოდიად აქცია საქართველოს განუმეორებელი სილამაზე და ქართველი ადამიანის ბუნება. მის შემოქმედებაში თითქოს თავად ქართული სული ამღერდა – მთელი თავისი სიფაქიზითა და სინაზით, სილაღითა და დახვეწილი ესთეტიკით, ამავდროულად კი, განსაკუთრებული ომახიანობით, შეუდრეკელი და მტკიცე ხასიათით.
გვჯერა, მის სიმღერებს თაობები მუდამ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ააჟღერებენ...

აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონი ნუნუს უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და გულშემატკივარნი აკურთხოს მშვიდობით.შიო III   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 09.11.2026, 12:54. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ