პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა

საქართველოს ბანკმა, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, Countman-თან პარტნიორობით, ბიზნესის ფინანსური მდგრადობისა და დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობებზე ვორკშოპი გამართა. შეხვედრას გიორგი ბარბაქაძე უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება თემაზე: „როგორ გავხადოთ კომპანია…

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ფოტო: Forbes Georgia

კითხვის სავარაუდო დრო less than a minute

საქართველოს ბანკმა, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, Countman-თან პარტნიორობით, ბიზნესის ფინანსური მდგრადობისა და დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობებზე ვორკშოპი გამართა. შეხვედრას გიორგი ბარბაქაძე უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება თემაზე: „როგორ გავხადოთ კომპანია ფინანსურად მიმზიდველი – ზრდის ბუღალტერია“.

შეხვედრის ფარგლებში დისკუსია გაიმართა კომპანიის ფინანსების გამჭვირვალობისა და გამართული ბუღალტერიის მნიშვნელობაზე და იმ ფაქტორებზე, რომლებიც ბიზნესს პოტენციური დამფინანსებლებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ფინანსური დაგეგმვის, კრიზისული სიტუაციების მართვისა და მოლაპარაკებების პროცესში კომპანიის პოზიციების გაძლიერების შესახებ.

ბიზნეს 360˚ საქართველოს ბანკის ბიზნესმიმართულების პლატფორმაა, რომელიც საგანმანათლებლო ინიციატივებს, პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებთან აერთიანებს. პლატფორმის ფარგლებში ბანკი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს რეგულარულად მართავს.

S

F
წყარო Forbes Georgia · forbes.ge ავტორი: კომერციული განთავსება · გამოქვეყნდა 06.11.2026, 17:12. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 2

"საქართველოს ბანკმა" ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართაფრონტნიუსი · 17:12 საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართაპრაიმტაიმი · 17:15 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ