პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

4 ოქტომბრის საქმეზე გასამართლებულმა სამმა აქტივისტმა ციხე დატოვა საპროცესო შეთანხმების შემდეგ - Batumelebi

4 ოქტომბრის საქმე • პოლიტპატიმრები • პროტესტი •

4 ოქტომბრის საქმეზე გასამართლებულმა სამმა აქტივისტმა ციხე დატოვა საპროცესო შეთანხმების შემდეგ - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

6 ნოემბერს, ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო დატოვა 4 ოქტომბრის საქმეზე გასამართლებულმა სამმა პირმა.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულება დატოვა ნანა სანდერმა, ირაკლი ჩხიკვაიამ და ზურაბ ჭავჭანიძემ, ბათუმის აქციების მედროშემ.

სამივე მათგანი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ბრალი აღიარეს და მომდევნო 2 წლის განმავლობაში პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნებიან.

ნანა სანდერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით 7-წლიანი პატიმრობა 2025 წლის 24 ივნისს მიუსაჯეს. სანდერი 16 წელი ემიგრაციაში ცხოვრობდა, საქართველოში საპროტესტო აქციების დროს დაბრუნდა და პროტესტის მონაწილე გახდა. დაკავების შემდეგ, მას სამი თვით აკრძალული ჰქონდა მიმოწერა, სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას იგი აცხადებდა, რომ პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო.

6 ნოემბერს გლდანის ციხე დატოვა აქტივისტმა ირაკლი ჩხვირკიამ, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით 5 წელი ჰქონდა მისჯილი და ასევე, პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლა ზურაბ ჭავჭანიძე, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე 5 წელი ჰქონდა მისჯილი.

4 ოქტომბრის საქმე უკავშირდება 2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას, რომლის მიმდინარეობისას პროტესტის მონაწილეების ნაწილი პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შევიდა. შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ აქციის ათობით მონაწილე პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა.

4 ოქტომბრის საქმეს 64 მსჯავრდებული ჰყავს. მათ შორის არიან: მსოფლიო ოპერის ვარსკვლავი პაატა ბურჭულაძე, ყოფილი მაღალჩინოსნები და მოქმედი პოლიტიკოსები, რიგითი ადამიანები თითქმის მთელი საქართველოდან, მათ შორის, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობებით, ქალები, ემიგრანტები, ყოფილი სამხედროები და აქტივისტები. სამი პირი მიმალვაშია.

2026 წელს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ნაწილმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა პროკურატურასთან, მათ ბრალი აღიარეს და საპატიმრო დატოვეს.

„ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“, – ასე შეაფასა პატიმრობაში მყოფმა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმართა გათავისუფლება.

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge გამოქვეყნდა 06.11.2026, 18:09. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ